„აღმართი“ A1 (ენის გასაღები) განკუთვნილია ქართული ენის დამწყები შემსწავლელებისათვის. ენის A1 დონეზე დაუფლების შემდგომ შემსწავლელი ძალიან მარტივი ენობრივი საშუალებებით შეძლებს: საკუთარი პიროვნების, საქმიანობის, ცხოვრების შესახებ ინფორმაციის გაცემას; ყოველდღიურობასთან დაკავშირებული კომუნიკაციის დამყარებას; წერილების, მისალოცი ბარათების გაგებასა და დაწერას; სარეგისტრაციო კითხვარების შევსებას; ნაცნობ, ყოველდღიურობასა თუ საკუთარ საქმიანობასთან დაკავშირებულ თემებზე ნელა და გარკვევით მიმდინარე საუბარში მონაწილეობას.
სახელმძღვანელო შემსწავლელს აძლევს გრამატიკისა და ლექსიკის ცოდნას ისეთი მოცულობით, როგორიც საჭიროა ენობრივი უნარ-ჩვევების გამომუშავებისათვის A1 დონის შესაბამისად და ამზადებს ენის ფლობის შემდეგ დონეზე სწავლის გასაგრძელებლად.