მასწავლებლის წიგნში დეტალურად არის აღწერილი შემსწავლელის წიგნსა და სამუშაო რვეულში მოცემული აქტივობების (დავალებებისა და სავარჯიშოების, პროექტების) მიზნები. აქტივობების ნუმერაცია მისდევს შემსწავლელის წიგნის ნუმერაციას. სამუშაო რვეულის დავალებების მიზნები საჭიროების მიხედვით არის მოცემული შემსწავლელის წიგნის დავალებებთან ერთად სინქრონული თანამიმდევრობით.
მოსმენისა და კითხვის ტიპებიდან სხვადასხვა აქტივობაში გათვალისწინებულია ვარჯიში გაგების 3 ტიპზე: გლობალური გაგება, სელექციური (შერჩევითი) გაგება და დეტალური გაგება (ტერმინთა განმარტებისთვის იხ. ქართულის, როგორც უცხო ენის, სწავლების მეთოდიკა, თეორიული კურსი, თავი 2).