თეა ტეტელოშვილი

სამეცნიერო კვლევისა და ინტერესის საგანი:

ქართულის, როგორც უცხო ენის, სწავლების მიმართულება; ქართული ენის მორფოლოგიისა და სინტაქსის, მართლწერისა და სტილისტიკის საკითხები; ელექტრონული ენობრივი ანალიზატორები/რესურსები

განათლება:

ფილოლოგიის დოქტორი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი – 2015 წ.

 

ტრენინგები (სულ – 4):

მათ შორის:

პროექტების მართვა, მონიტორინგი და შეფასება – 2013 წ.

დისტანციური სწავლების ინსტრუმენტები, მეთოდები და მენეჯმენტი – 2008 წ.

 

სამუშაო გამოცდილება:

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ქართული ენის სამმართველოს მთავარი სპეციალისტი 2008 წლიდან

თსუ არნ. ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის მეცნიერი თანამშრომელი 2005 წლიდან.

 

ნაშრომები, სამეცნიერო აქტივობა (სულ – 47):

მათ შორის:

უცხოელი შემსწავლელებისათვის ქართული ენის A1 დონის სახელმძღვანელოს „აღმართის“ კომპლექტის (შემსწავლელის წიგნი + სავარჯიშოების რვეული + აუდიომასალა) ავტორი (ელექტრონული გამოცემა: www.geofl.ge);

ასევე 6 ორთოგრაფიულ-სტილისტიკური ლექსიკონის ერთ-ერთი ავტორ-შემდგენელი და 1 მონოგრაფიის ავტორი; 8 სამეცნიერო სტატიის ავტორი, 1-ის – თანაავტორი;

26 ადგილობრივი თუ საერთაშორისო კონფერენციისა და სემინარის მონაწილე.

უცხოელი შემსწავლელებისათვის A1, A2, A2+ დონეების ადაპტირებული საკითხავი ლიტერატურის რედაქტორი; „ქართული ენის გრამატიკის მოკლე კურსის“ (ქართულის, როგორც უცხო ენის, მასწავლებლებისთვის) ლინგვისტური მიმართულების კოორდინატორი (ელექტრონული გამოცემა: www.geofl.ge).

 

ადგილობრივ თუ საერთაშორისო სამეცნიერო და საგანმანათლებლო პროგრამებში/პროექტებში მონაწილეობა (სულ – 5):

მათ შორის:

„ქართული ენის გრამატიკის ელექტრონული სისტემა“,

„ქართული ენის მართლწერის შესამოწმებელი პროგრამა“,

„ქართულის, როგორც უცხო ენის, სწავლების პროგრამა“ და სხვა.