მარიკა ოძელი

განათლება: ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი.

სამეცნიერო ხარისხი:

ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, 1994

ნაშრომი: ქართულ-ინგლისური ლიტერატურული კონტაქტები და რეცეფციები.

ფილოლოგიის მეცნიერებათა კანდიდატი 1984

ნაშრომი: ჩარლზ დიკენსი ქართულ სალიტერატურო კრიტიკასა და თარგმანებში.

წოდება: პროფესორი, 1998

სამუშაო გამოცდილება:

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო: ქართული ენის სამმართველოს უფროსი, 2008 – დღემდე.

საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა: საერთაშორისო ურთიერთობის განყოფილების უფროსი, 2006 – 2007.

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი: ქართული ლიტერატურის კათედრის პროფესორი, ფილოლოგიის ფაკულტეტის დეკანის მოადგილე სამეცნიერო დარგში, ქართულ-საზღვარგარეთული ლიტერატურული ურთიერთობების სამეცნიერო-კვლევითი ლაბორატორიის: წამყვანი მეცნიერ-თანამშრომელი, უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი; მხატვრული თარგმანის კათედრის ლაბორანტი, 1979 – 2006.

ენობრივი პოლიტიკის ეროვნული წარმომადგენელი ევროპის საბჭოში 2004 – დღემდე

ევროპის საბჭოს პროექტის - ევროპული ენობრივი პორტფოლიო - კოორდინატორი, 2001 – 2007

ევროპის საბჭოს განათლების სახელმძღვანელო კომიტეტის წევრი 2009 – 2012

დიკენსის საერთაშორისო საზოგადოების წევრი 1991 – დღემდე

სამეცნიერო ნაშრომები: 73.

მონოგრაფიები და სახელმძღვანელოები:
ლიტერატურათმცოდნეობა:
ლიტერატურათმცოდნეობითი კომპეტენციები, 2009
ქართულ-ინგლისური ლიტერატურული ურთიერთობის ისტორიისათვის, 1998
ჩარლზ დიკენსის მხატვრული სამყარო ქართულ ლიტერატურაში, 1991
ჩარლზ დიკენსი და უილიამ თეკერეი ქართულ ლიტერატურაში, 1989
ესეები ლიტერატურული ურთიერთობისა და ურთიერთმიმართების საკითხებზე, 1987

ენობრივი პოლიტიკა, ენობრივი განათლება:

ევროპული ენობრივი პორტფოლიო (4 ნაწილად), 2011
ქართული ენის ფლობის დონეების აღწერილობა (A1, A2, B1, B2), 2006
კომუნიკაციური კომპეტენციების განვითარება, 2005
გაკვეთილის დაგეგმვა და შეფასება, ცოდნის შეფასება, 2005
ევროპული ენობრივი პორტფოლიო ზრდასრულთათვის 3 ნაწილად (ენობრივი პასპორტი, ენობრივი ბიოგრაფია, ენობრივი დოსიე), 2003

პროგრამები, პროექტები:

ქართულის, როგორც უცხო ენის სწავლება, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პროგრამა. პროგრამის ავტორი და ხელმძღვანელი, 2010 – დღემდე.
ქართულ-საზღვარგარეთული ლიტერატურული ურთიერთობის კვლევის ისტორია, რუსთაველის ფონდის პროექტი. პროექტის ექსპერტი, 2008 – 2009.
ევროპის საბჭოს ენობრივი პოლიტიკისა და მულტილინგვური განათლების დოკუმენტების კომენტირება. ევროპის საბჭოს პროექტი. პროექტის ხელმძღვანელი, 2007.
ქართული ენის ფლობის დონეების აღწერილობა (A1, A2, B1, B2). ევროპის საბჭოს პროექტი. პროექტის ხელმძღვანელი, 2005 – 2006.
ქართულ-საზღვარგარეთული ლიტერატურული ურთიერთობის ისტორია. საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის პროექტი. პროექტის ექსპერტი, 2005.
ევროპული ენობრივი პორტფოლიო საქართველოს მოქალაქეებისათვის, ფონდი „ღია საზოგადოება – საქართველოს“ პროექტი. პროექტის ხელმძღვანელი, 2002.
ქართული ლიტერატურის შესწავლა ევროპაში. „ნატოს“ ინფორმაციისა და პრესის დეპარტამენტის პროექტი. პროექტის ექსპერტი, 1994 –1996.